VenueGo logo

საერთო წესები და პირობები

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება VenueGo-ზე. წინამდებარე წესები და პირობები არეგულირებს ჩვენი ვებსაიტის (venuego.ge) გამოყენებას. პლატფორმით სარგებლობა ნიშნავს, რომ თქვენ ეთანხმებით ქვემოთ მოცემულ პირობებს.

1. ტერმინთა განმარტება

• პლატფორმა: ვებსაიტი venuego.ge, რომელიც უზრუნველყოფს კორპორატიული სივრცეების მოძიებისა და კავშირის დამყარების სერვისს. • ვენიუ (პარტნიორი): იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც პლატფორმის საშუალებით წარმოაჩენს საკუთარ სივრცეს კორპორატიული ღონისძიებებისთვის. • კლიენტი (დამკვეთი): კომპანიის ან ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელიც იყენებს პლატფორმას სივრცის მოსაძიებლად.

2. პლატფორმის როლი და შეზღუდული პასუხისმგებლობა

Venuego წარმოადგენს საინფორმაციო-დამაკავშირებელ პლატფორმას კლიენტებსა და ვენიუებს შორის. • ჩვენი მიზანია, გავუმარტივოთ კლიენტებს იდეალური სივრცის პოვნა და დავაკავშიროთ ისინი ვენიუს წარმომადგენლებთან. • VenueGo არ არის მხარე ფინანსურ ტრანზაქციებში. მოლაპარაკებები დეტალებზე, ხელშეკრულების გაფორმება და ანგარიშსწორება ხორციელდება უშუალოდ კლიენტსა და ვენიუს შორის, პლატფორმის მიღმა. • პლატფორმა არ აგებს პასუხს ვენიუს მიერ ადგილზე მიწოდებული სერვისის ხარისხზე, უსაფრთხოებასა თუ მხარეებს შორის წარმოქმნილ ნებისმიერ ფინანსურ/იურიდიულ დავაზე.

3. მომხმარებლის ვალდებულებები

ვენიუ ვალდებულია: • მოგვაწოდოს ზუსტი, განახლებული და უტყუარი ინფორმაცია (ფოტოები, სერვისები, ინფრასტრუქტურა) საკუთარი სივრცის შესახებ, რათა არ მოხდეს კლიენტის შეცდომაში შეყვანა. • დროულად მოახდინოს რეაგირება პლატფორმიდან შესულ მოთხოვნებზე. კლიენტი ვალდებულია: • მოთხოვნის გაგზავნისას მიუთითოს რეალური ინფორმაცია ღონისძიების ტიპისა და მონაწილეთა სავარაუდო რაოდენობის შესახებ.

4. ჯავშნის და გაუქმების პოლიტიკა

ვინაიდან Venuego მხოლოდ აკავშირებს მხარეებს, პლატფორმაზე არ ხდება ჯავშნის საბოლოო დადასტურება ან თანხის გადახდა. • ნებისმიერი ჯავშნის პირობა, გაუქმების წესი და საბოლოო ღირებულება განისაზღვრება ინდივიდუალურად, კლიენტსა და ვენიუს შორის პირდაპირი მოლაპარაკების გზით.

5. კონფიდენციალურობა და მონაცემთა დაცვა

ჩვენ ვიცავთ ჩვენი მომხმარებლების კონფიდენციალურობას. პლატფორმაზე მოთხოვნის გაგზავნისას მითითებული ინფორმაცია (საკონტაქტო დეტალები, კომპანიის მონაცემები) გადაეცემა მხოლოდ უშუალოდ შერჩეულ ვენიუს და არ გამოიყენება სხვა მიზნებისთვის.

6. წესებში ცვლილებების შეტანა

Venuego იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილებები წინამდებარე წესებსა და პირობებში. ცვლილებები ძალაში შედის ვებსაიტზე გამოქვეყნებისთანავე.

ვენიუს (პარტნიორის) სტანდარტები და ვალდებულებები

იმისათვის, რომ VenueGo-ზე კორპორატიულმა დამკვეთებმა საუკეთესო მომსახურება მიიღონ, ჩვენს პლატფორმაზე განთავსებულ ყველა ვენიუს მოეთხოვება შემდეგი სტანდარტების დაცვა:

1. იყავით ოპერატიულები

კორპორატიულ სექტორში დრო ყველაზე ძვირფასია. ჩვენ ველით, რომ შემოსულ მოთხოვნებს უპასუხებთ მაქსიმუმ 8 საათის განმავლობაში. თუმცა, ჯავშნის წარმატებით დასრულების შანსი საგრძნობლად იზრდება, თუ დამკვეთს 4 საათის განმავლობაში დაუბრუნდებით.

2. იზრუნეთ პროფილის განახლებაზე

იმისათვის, რომ ზუსტად თქვენს სივრცეზე მორგებული მოთხოვნები მიიღოთ, დარწმუნდით, რომ ინფორმაცია მუდმივად განახლებულია. თქვენი ტევადობა, ხელმისაწვდომი ინფრასტრუქტურა და აღწერილობა ყოველთვის უნდა ასახავდეს რეალობას.

3. შეინარჩუნეთ მაღალი პროფესიონალიზმი

უპასუხეთ კლიენტებს ისეთივე თავაზიანობითა და პატივისცემით, როგორც ამას პირისპირ შეხვედრისას გააკეთებდით. გახსოვდეთ, რომ პლატფორმიდან შემოსული მოთხოვნების უკან კორპორაციების წარმომადგენლები დგანან, რომლებიც მაღალ სტანდარტს ელიან.

4. საუკეთესო ფასის გარანტია

VenueGo-ს გავლით შემოსული დამკვეთისთვის შეთავაზებული პირობები და ფასი არ უნდა აღემატებოდეს იმ სტანდარტულ ტარიფს, რასაც პირდაპირი დაკავშირების შემთხვევაში შესთავაზებდით.

5. აცნობეთ პლატფორმას შედეგების შესახებ

მიუხედავად იმისა, რომ დეტალებზე მოლაპარაკება პლატფორმის მიღმა მიმდინარეობს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ პროცესის შედეგი. გთხოვთ, მონიშნოთ ან გვაცნობოთ, თუ რა შედეგით დასრულდა დამკვეთთან კომუნიკაცია. ეს დაგვეხმარება პლატფორმის ანალიტიკასა და თქვენთვის უკეთესი სერვისის შეთავაზებაში.

როგორ მოქმედებს ეს წესები თქვენს რეიტინგზე?

ჩვენი ალგორითმი აფასებს ვენიუების აქტიურობას. ის პარტნიორები, რომლებიც მუდმივად იცავენ ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს (არიან ოპერატიულები და აქვთ განახლებული პროფილი), Venuego-ს საძიებო სისტემაში დაწინაურდებიან და კლიენტებისთვის უფრო თვალსაჩინო ადგილას გამოჩნდებიან. ამის საპირისპიროდ, სტანდარტების უგულებელყოფამ (მაგალითად: მოთხოვნებზე დაგვიანებული პასუხი ან იგნორირება) შესაძლოა გამოიწვიოს თქვენი სივრცის ძიების შედეგებში დაქვეითება ან, უკიდურეს შემთხვევაში, პლატფორმიდან დროებით დამალვა.