ხშირად დასმული შეკითხვები (FAQ)
ზოგადი კითხვები და ინფორმაცია დამკვეთებისთვის
რა არის VenueGo?
VenueGo არის B2B პლატფორმა, რომელიც კორპორატიულ გუნდებს ეხმარება იდეალური სივრცის პოვნაში ნებისმიერი ტიპის ღონისძიებისთვის — იქნება ეს ტრენინგი, სტრატეგიული სესია, თიმბილდინგი თუ კორპორატიული წვეულება.
ფასიანია თუ არა პლატფორმით სარგებლობა დამკვეთებისთვის?
არა, VenueGo-ს გამოყენება, სივრცეების მოძიება და ვენიუსთან დაკავშირება ღონისძიების ორგანიზატორებისთვის სრულიად უფასოა.
როგორ ხდება სივრცის დაჯავშნა და თანხის გადახდა?
VenueGo წარმოადგენს დამაკავშირებელ რგოლს. ჩვენს საიტზე თქვენ არ იხდით თანხას და არ აფორმებთ ფინანსურ ტრანზაქციას. როდესაც ირჩევთ სასურველ სივრცეს და აგზავნით მოთხოვნას, ვენიუს წარმომადგენელი გიკავშირდებათ პირდაპირ. ჯავშნის საბოლოო დადასტურება, ხელშეკრულების გაფორმება და ანგარიშსწორება ხდება უშუალოდ თქვენსა და ვენიუს შორის.
რა უპირატესობა აქვს Venuego-ს გამოყენებას სივრცის დამოუკიდებლად ძიებასთან შედარებით?
ჩვენ თავად ვართ კორპორატიული ღონისძიებების ორგანიზატორები და ვიცით, რამხელა დრო მიაქვს სივრცეების ძიებას, ფასების დაზუსტებასა და პირობების გარკვევას. VenueGo-ზე თავმოყრილია მხოლოდ კორპორატიულ სტანდარტებზე მორგებული სივრცეები, რაც გიზოგავთ დროსა და ენერგიას.
მოთხოვნის გაგზავნის შემდეგ, რა დროში დამიკავშირდება ვენიუ?
ჩვენი სტანდარტით, პლატფორმაზე განთავსებული ვენიუები ვალდებულნი არიან მოთხოვნას უპასუხონ მაქსიმუმ 8 საათის განმავლობაში (იდეალურ შემთხვევაში — 4 საათში).
კითხვები ვენიუებისთვის (პარტნიორებისთვის)
როგორ დავამატო ჩემი სივრცე VenueGo-ზე?
პლატფორმაზე სივრცის დასამატებლად, გთხოვთ, შეავსოთ ჩვენს ვებსაიტზე არსებული სარეგისტრაციო ფორმა (ან დაგვიკავშირდეთ მითითებულ ელ-ფოსტაზე). ჩვენი გუნდი განიხილავს თქვენს განაცხადს და დაგიკავშირდებათ დეტალების შესათანხმებლად.
როგორ ხდება კლიენტთან კომუნიკაცია?
როდესაც კლიენტი დაინტერესდება თქვენი სივრცით, თქვენ მიიღებთ შეტყობინებას ღონისძიების დეტალებით (თარიღი, სტუმრების რაოდენობა, სპეციფიკური მოთხოვნები) და კლიენტის საკონტაქტო ინფორმაციით, რის შემდეგაც მოლაპარაკებას აგრძელებთ პირდაპირ.
რა განაპირობებს ჩემი ვენიუს რეიტინგს საძიებო სისტემაში?
VenueGo-ზე თქვენი სივრცის ხილვადობა დამოკიდებულია თქვენს აქტიურობაზე. ვენიუები, რომლებიც სწრაფად (4-8 საათში) პასუხობენ მოთხოვნებს, აქვთ მუდმივად განახლებული ინფორმაცია და მომხმარებელს სთავაზობენ საუკეთესო პირობებს, საძიებო შედეგებში ავტომატურად წინა პოზიციებზე გამოჩნდებიან.
როგორ ხდება პლატფორმასთან ფინანსური ანგარიშსწორება?
VenueGo-სთან თანამშრომლობა ეფუძნება გამჭვირვალე სააბონენტო მოდელს. საცდელი პერიოდის შემდეგ, ყოველთვიური გადასახადი განისაზღვრება თქვენი ვენიუს ტევადობის მიხედვით. ჩვენ არ გვაქვს ფარული საკომისიოები თითოეულ ჯავშანზე, რაც გაძლევთ საშუალებას მიიღოთ შეუზღუდავი რაოდენობის მოთხოვნები ფიქსირებულ ფასად. სააბონენტო პაკეტები შემდეგნაირია: • მცირე ვენიუ (50 ადამიანამდე): თვიური გადასახადი – 70 GEL (ერთჯერადი ონბორდინგის საფასური – 20 GEL). • საშუალო ვენიუ (50-150 ადამიანამდე): თვიური გადასახადი – 150 GEL (ერთჯერადი ონბორდინგის საფასური – 50 GEL). ეს არის ჩვენი ყველაზე პოპულარული პაკეტი. • დიდი ვენიუ (150+ ადამიანი): თვიური გადასახადი – 300 GEL (ერთჯერადი ონბორდინგის საფასური – 70 GEL). შენიშვნა: ფასები მოცემულია თითო ვენიუზე და წარმოადგენს 1 წლის საბაზო მოდელს.
