Esquisse Telavi
საკონფერენციო დარბაზში თეატრალური წყობით შესაძლებელია 200-მდე პერსონის განთავსება, ხოლო U-shape ფორმით - 60 პერსონის. ასევე, რესტორან მარანში თავსდება 45 სტუმარი, ფურშეტზე - 100 სტუმარი მაგიდების გარეშე, ხოლო სეთით - 70.
კეთილმოწყობა
სივრცის შესახებ
სასტუმრო „Esquisse Telavi“ იდეალური ადგილია სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებისთვის. ჩვენს გთავაზობთ: კომფორტულ განთავსებას, ადგილობრივ ღვინოებზე დაფუძნებულ უნიკალურ მენიუს, თანამედროვე და კლასიკურ გარემოს თელავში, საკონფერენციო სივრცეს, სარესტორნე სივრცეს, Buffet სტილის და გალა ვახშმის მენიუებს თქვენი ღონისძიებისთვის. სასტუმროს ტერიტორიაზე არის სპა ცენტრი, ღია/დახურული აუზი, საუნა, რამდენიმე ტიპის რესტორანი, ბილიარდი და საკონფერენციო სივრცე. ამასთან ერთად ტერიტორიაზე მდებარეობს მარანი, რომელიც აწარმოებს ამავე დასახელების ბრენდის ღვინოს, სადაც შესაძლებელია დეგუსტაციებისა და ვიზიტების დაგეგმვა. ასევე, პერიმეტრზე მდებარეობს სივრცე სხვადასხვა მასტერკლასებისთვის, როგორიცაა: ჩურჩხელების ამოვლება, პურის ცხობა, ღვინის დეგუსტაცია, მწვადის შეწვა და ასე შემდეგ.
