VenueGo logo

VenueGo - როგორ ვაქციეთ გამოწვევა გამოსავლად

ყველაფერი რეალური, ყოველდღიური საჭიროებიდან დაიწყო. წლების განმავლობაში, როგორც კორპორატიული ღონისძიებების ორგანიზატორებს, მუდმივად გვიწევდა ერთი და იგივე პრობლემასთან შეჭიდება: სად წავიყვანოთ თანამშრომლები? სად ჩავატაროთ შემდეგი სტრატეგიული სესია, ტრენინგი თუ გუნდის გასვლითი შეხვედრა? საქართველოში იდეალური სივრცის მოძიება ყოველთვის დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვდა. სწორედ ამ დანაკლისის შესავსებად შევქმენით VenueGo.

ვინ ვართ ჩვენ

ჩვენ ვართ მრავალწლიანი კორპორატიული გამოცდილების მქონე პროფესიონალთა გუნდი. ჩვენ ზუსტად ვიცით, რა გამოწვევები აქვთ ღონისძიების ორგანიზატორებს და რა საჭიროებებს ენიჭება უპირატესობა იდეალური ადგილის ძიებისას. სწორედ ამ პრინციპების გათვალისწინებით შევქმენით VenueGo-ს არქიტექტურა. ჩვენ არ ვართ უბრალოდ პლატფორმა - ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში თავად იდგნენ დამკვეთის პოზიციაზე. ჩვენ კარგად გვესმის კორპორაციების მაღალი სტანდარტები, ამავდროულად კი გვაქვს წვდომა და ნდობა ძალიან ბევრ პოტენციურ დამკვეთთან.

ჩვენი მისია

ჩვენი მიზანი ორმხრივი და მარტივია: • დავეხმაროთ კომპანიებს: მაქსიმალურად გავუმარტივოთ იდეალური სივრცის პოვნის პროცესი ნებისმიერი ტიპის კორპორატიული ღონისძიებისთვის. • დავეხმაროთ ვენიუებს: მივცეთ მათ შესაძლებლობა გამოჩნდნენ, გახდნენ მარტივად პოვნადი და დაუკავშირდნენ სწორედ იმ კორპორაციებს, რომლებიც მათ ეძებენ. VenueGo არის საიმედო პარტნიორი, რომელიც აკავშირებს საუკეთესო სივრცეებსა და გუნდებს ერთმანეთთან, რათა შევქმნათ იდეალური გამოცდილება.